ოკუპანტების სისასტიკე უკრაინის ქალაქებში ჯოჯოხეთურ სურათს ქმნის, - რუსულმა არმიამ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 108 ბავშვი მოკლა. საჰაერო თავდასხმას ხარკოვში, რომელიც ახლაც იბომბება, 21 მოქალაქე ემსხვერპლა. ოკუპანტებმა ხარკოვში მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ცეცხლი გაუხსნეს, – მძიმეა ვითარება ჩერნიგოვში, სადაც პოლიციის ინფორმაციით, პუტინის არმია მშვიდობიან მოსახლეობას მძიმე არტილერიით თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა - არის მსხვერპლი. იზრდება რუსეთის დანაკარგებიც, განადგურებულია გენერალიტეტიც და სამხედრო ტექნიკაც, - კიევი და დიდი ქალაქები ურყევად დგას.
"რუსული მშვიდობა" უკრაინის ქალაქებში - ომის 22-ე დღე
17 მარ 202220:33
3 წუთის საკითხავი